NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ უკრაინისთვის Patriot-ის ტიპის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების გადაცემაზე გადაწყვეტილება ცალკეულმა ქვეყნებმა უნდა მიიღონ და ეს გადაწყვეტილება NATO-სთან შეთანხმებას არ საჭიროებს.
„კონკრეტულ სისტემებზე მისაღები კონკრეტული გადაწყვეტილებები ეროვნულ დონეზეა მისაღები. ხანდახან არსებობს შეთანხმებები საბოლოო მომხმარებლებთან და სხვა საკითხები, ამიტომ საჭიროა მოკავშირეებთან კონსულტაციები, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს გადაწყვეტილება ქვეყნების მთავრობებმა უნდა მიიღონ“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.
მანამდე გერმანიაში განაცხადეს, რომ უკრაინაში ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების გაგზავნა NATO-სთან უნდა იყოს შეთანხმებული.