logo_geo
eng_logo
ცხრამუხის დედათა მონასტერში ყაჩაღობისა და მონაზონზე სექსუალური ძალადობის ფაქტის გამო სამართალდამცავებმა ორი ბრალდებული დააკავეს
- +

26 ნოემბერი. 2022. 12:11

 

 

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ცხრამუხის დედათა მონასტერში ყაჩაღობისა და სექსუალური ძალადობის ფაქტის გამო სამართალდამცავებმა ორი პირი დააკავეს.

 

როგოროც „იმედინიუსს“ შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე და 137-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობასა და გაუპატიურებას გულისხმობს.

 

ამასთან, მომხდარის შესახებ ცნობილია საპატრიარქოში და მოკვლევა მიმდინარეობს.

 

არსებული ინფორმაციით, ხაშურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ცხრამუხაში, ხაშურისა და სურამის ეპარქიის დედათა მონასტერში ორი პირი შეიჭრა. უცნობებს მონასტრის იღუმენიამ და წევრებმა წინააღმდეგობა გაუწიეს, რა დროსაც მათ ფიზიკურად გაუსწორდნენ. ერთ-ერთი მონაზონი, სხეულზე მრავლობითი დაზიანებებით, საავადმყოფოშია გადაყვანილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner