„ჰოლოდომორის მსგავსი ტრაგედიების თავიდან ასაცილებლად საჭიროა სტალინის მემკვიდრეების დამარცხება“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედგარს რინკევიჩსმა დაწერა.
მისი თქმით, ჰოლოდომორიდან 90 წლის შემდეგ, რუსეთი უკრაინელების ახალ გენოციდს ახორციელებს.
„დღეს ჩვენ პატივს მივაგებთ ჰოლოდომორის დროს სტალინის რეჟიმის მიერ მოკლული მილიონობით უკრაინელის ხსოვნას. 90 წლის შემდეგ რუსეთი კვლავ ახორციელებს უკრაინელების ფართომასშტაბურ გენოციდს. ასეთი ტრაგედიების მომავალში თავიდან ასაცილებლად, ჩვენ უნდა დავამარცხოთ სტალინის მემკვიდრეები ახლა“, – წერს ლატვიელი დეპუტატი.
26 ნოემბერს ჰოლოდომორის მსხვერპლთა ხსოვნის დღეა. 1932-1933 წლებში უკრაინაში მასობრივ შიმშილს, ანუ ჰოლოდომორს სხვადასხვა მონაცემებით, რამდენიმე მილიონი ადამიანი ემსხვერპლა. მსხვერპლთა ხსოვნის დღეა. 1932-1933 წლებში უკრაინაში მასობრივ შიმშილს, ანუ ჰოლოდომორს სხვადასხვა მონაცემებით, რამდენიმე მილიონი ადამიანი ემსხვერპლა.