„თუ უკრაინაში რუსეთი გაიმარჯვებს, ეს მთელი ევროპის მარცხი იქნება“, - ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავეცკიმ განაცხადა.
პოლონეთის მთავრობის მეთაური კიევში უკრაინისა და ლიეტუვის პრემიერ-მინისტრებს შეხვდა. მორავეცკის თქმით, ევროპამ უკრაინისთვის დამხარების აღმოჩენა არ უნდა შეაყოვნოს.
„ვარშავა კიევის მხარესაა, იმიტომ რომ ეს თავისუფლების მხარეა. დარწმუნებული ვარ, რომ არსებობს მხოლოდ ერთი შედეგი: ან გაიმარჯვებს უკრაინა, ან დამარცხდება მთელი ევროპა“, - განაცხადა მატეუშ მორავეცკიმ.