საპარალამენტო უმრავლესობის ლიდერის ზვიად კვაჭანტირაძის განცხადებით, „მაესტროში" რაც არ მოსწონს- სერიალებია.
„მე, ერთადერთი „მაესტროში" რაც არ მომწონს და ამაზე საჯაროდ განვაცხადე არის ის, რომ მართლაც გადამეტებულად მიმაჩნია მოზღვავებული, უნიჭო და უგემოვნო რუსული სერიალები „მაესტროს" ეთერში. სერიალები არ მომწონს. ერთი სერიალი რომ მთავრდება იწყება მეორე", - განაცხადა კვაჭანტირაძემ.
მისი თქმით, მეტ-ნაკლებად ობიექტურია პრაქტიკულად ყველა არხის სატელევიზიო ეთერი, მაგრამ ამ შემთხვევაში „მაესტროს" საინფორმაციოზე შეფასებას ვერ გააკეთებს.
„მეტ-ნაკლებად ობიექტური არის პრაქტიკულად ყველა არხის სატელევიზიო ეთერი, მაგრამ ამ შემთხვევაში „მაესტროს" საინფორმაციოზე გავაკეთო შეფასება არ იქნება სწორი", - განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.