გორში ძიუდოს 2022 წლის ჩემპიონთა ლიგა დაიწყო. +90 კგ-ში მოასპარეზე გურამ თუშიშვილმა 10-გზის მსოფლიოს, 5-გზის ევროპის და 2-ჯერ ოლიმპიური თამაშების გამარჯვებული ტედი რინერი ვაზარით დაამარცხა.
ამ გამარჯვებით გურამ თუშიშვილმა "მებრძოლი" "პარი სენ ჟერმენთან" 3:1 დააწინაურა.
შეგახსენებთ, ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობას 3 ქართული კლუბი იღებს: "გოლდენ გორი", "მებრძოლი" და "არეა".