ვაქცინაცია, ნებისმიერ შემთხვევაში კარგია, რადგან მან ჩვენ მძიმე დაავადებისგან უნდა დაგვიცვას, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ „ქრონიკაში“ განაცხადა.
მისი თქმით, შეიძლება გრიპი ვაქცინირებულ ადამიანსაც შეხვდეს, მაგრამ მსუბუქი ფორმით.
„როდესაც გრიპის ვაქცინაციის პროგრამას ვგეგმავთ, პირველი აქცენტი არიან ხანდაზმული ადამიანები, რომლებსაც იმუნური სისტემა შედარებით დასუსტებული აქვთ, ქრონიკული დაავადების ადამიანები და ორსულები. თუმცა, უკვე მესამე კვირაა მთლიანად გაიხსნა ვაქცინაციის პროგრამა, ნებისმიერი მსურველისთვის 30 ნოემბრამდე აცრა უფასოა“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.