logo_geo
eng_logo
თამარ გაბუნია: ვაქცინაცია, ნებისმიერ შემთხვევაში კარგია, რადგან მან მძიმე დაავადებისგან უნდა დაგვიცვას
- +

27 ნოემბერი. 2022. 00:19

 

ვაქცინაცია, ნებისმიერ შემთხვევაში კარგია, რადგან მან ჩვენ მძიმე დაავადებისგან უნდა დაგვიცვას, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ „ქრონიკაში“ განაცხადა.

მისი თქმით, შეიძლება გრიპი ვაქცინირებულ ადამიანსაც შეხვდეს, მაგრამ მსუბუქი ფორმით.

„როდესაც გრიპის ვაქცინაციის პროგრამას ვგეგმავთ, პირველი აქცენტი არიან ხანდაზმული ადამიანები, რომლებსაც იმუნური სისტემა შედარებით დასუსტებული აქვთ, ქრონიკული დაავადების ადამიანები და ორსულები. თუმცა, უკვე მესამე კვირაა მთლიანად გაიხსნა ვაქცინაციის პროგრამა, ნებისმიერი მსურველისთვის 30 ნოემბრამდე აცრა უფასოა“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner