logo_geo
eng_logo
ცხრამუხის დედათა მონასტერში მომხდარი ფაქტის გამო დაკავებულებს ბრალს სავარაუდოდ დღეს წაუყენებენ
- +

27 ნოემბერი. 2022. 10:19

 

ცხრამუხის დედათა მონასტერში მომხდარი ძარცვის და გაუპატიურების ფაქტებზე დაკავებულებს ბრალს სავარაუდოდ დღეს ოფიციალურად წარუდგენენ. მათ 13 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

რაც შეეხება დაშავებული მონაზვნის ჯანმრთელობის მდგომარეობას, რომელსაც სხეულზე მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება, მას თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობენ. სასულიერო პირი ხაშურის ცენტრალური საავადმყოფოდან დედაქალაქში ჯანმრთელობის მდგომარეობის სიმძიმის გამო გადმოიყვანეს.

ცხრამუხის დედათა მონასტერში ყაჩაღობისა და სექსუალური ძალადობის ფაქტის გამო ინფორმაცია გუშინ გავრცელდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ხაშურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი ორი პირი: 1995 წელს დაბადებული ლ.ტ. და 1983 წელსდაბადებული ვ.გ დააკავეს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner