logo_geo
eng_logo
გიორგი ბეგაძე მე-17 მიკრორაიონის მოსახლეობას შეხვდა
- +

26 აგვისტო. 2016. 17:58



„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" რუსთავის 30-ე საარჩევნო ოლქის მაჟორიტარიდეპუტატობის კანდიდატი გიორგი ბეგაძე საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მე-17 მიკრორაიონისმოსახლეობას შეხვდა.


გიორგი ბეგაძე ადგილობრივების პრობლემებს  გაეცნო და მათ სამომავლო გეგმების შესახებესაუბრა. ძირითად მიმართულებად  სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება განისაზღვრა. 



ერთ-ერთი მთავარი მიზანი არის ის, რომ ჩვენ, რუსთაველები ვცხოვრობდეთ თანამედროვე ქალაქში. ამისთვისპირველ რიგში, ვნერგავთ ამომრჩეველსა და მაჟორიტარს შორის ურთიერთობის საუკეთესო სტანდარტს. ეს შეხვედრაც  ემსახურება იმას, რომ მოვუსმინოთ ამომრჩევლებს, მათ გადაუჭრელ საკითხებს, ინიციატივებს",-განაცხადა გიორგი ბეგაძემ.

 


მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის თქმითვე, მისი მთავარი გამოწვევაა, რუსთავში შეიქმნას ისეთი გარემო, რომელიც  მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას უზრუნველყოფს.



მოსახლეობასთან შეხვედრები რუსთავის 30-ე საარჩევნო ოლქში ყოველდღიურ რეჟიმშიმიმდინარეობს.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner