ევროკავშირში ერთ-ერთი ყველაზე საშიში კრიმინალური ქსელის წინააღმდეგ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად 44 ადამიანი დააკავეს. ინფორმაციას ევროპოლი ავრცელებს.
ორგანიზაციაში ოპერაციას უპრეცედენტოს უწოდებენ და აღნიშნავენ, რომ მასში 11 ქვეყნის სამართალდამცავი ორგანოები მონაწილეობდნენ. მათივე ცნობით, 8 ქვეყანაში ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ რამდენიმე დანაშაულებრივი ორგანიზაცია ევროკავშირში და მის ფარგლებს გარეთ ნარკოტიკებით ვაჭრობასთან,ფულის გათეთრებასა და უკანონო გამდიდრებასთან დაკავშირებულ მასშტაბურ კრიმინალურ საქმიანობას ეწეოდა.
სპეცოპერაცია ჩატარდა ლიეტუვის გენერალური პროკურატურის, ასევე ჩეხეთის, ლატვიის, საფრანგეთის, გერმანიის, პოლონეთის, ნორვეგიის, სლოვაკეთის, უნგრეთის, ესპანეთის და აშშ-ის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, ევროჯასთისა და ევროპოლის კოორდინაციით.