მიწისძვრის შედეგად დაზარალებულ იტალიის ქალაქ ამეტრიჩეში განმეორებითმა მიწისქვეშა ბიძგებმა მთავარი ავტომაგისტრალი დაანგრია. გზა ძირითადი სატრანსპორტო არტერია იყო, რომელსაც მაშველები და მედიკოსები დაზარალებულების დასახმარებლად იყენებდნენ. განმეორებითი მიწისძვრის სიმძლავრე 4,7 მაგნიტუდას შეადგენდა
იტალიის ცენტრალურ ნაწილში სტიქიის შედეგად დაზარალებულ რაიონებში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 268 ადამიანი. საავადმყოფოში 387 დაშავებული რჩება.