logo_geo
eng_logo
ბათუმში შტორმის შედეგად დაზიანებულ ბულვარში სალიკვიდაციო ღონისძიებები განხორციელდა
- +

27 ნოემბერი. 2022. 19:05

 

 

ბათუმში შტორმის შედეგად დაზიანებულ ბულვარში სალიკვიდაციო ღონისძიებები განხორციელდა. 

 

უსაფრთხოების მიზნით მოხდა დაზიანებული მონაკვეთების შემოსაზღვრა და გატარებული იქნა შესაბამისი ღონისძიებები.

 

ამ დროისათვის აქტიურად მიმდინარეობს სტიქიის შედეგად დაზიანებული მონაკვეთების აღდგენითი და დასუფთავების სამუშაოები.

 

შტორმისა და უხვნალექიანობის დროს სანაპირო ინფრასტრუქტურის დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, ბულვარის მიმდებარედ, ზღვის სანაპირო ზოლის ხელოვნური კვება განხორციელდება.

 

პროექტის ფარგლებში, მდინარე ჭოროხის კალაპოტიდან ამოღებული ნატანით შავი ზღვის სანაპირო ზოლის ხელოვნური კვება მოხდება. სანაპიროზე შეტანილი იქნება 412 960 კბმ პლაჟწარმომქმნელი მასალა. სტიქიის ადგილზე იმყოფებოდა ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი აჭარის ა.რ. სოფლის მეურნეობის მინისტრ ზაზა შავაძესთან ერთად.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner