ქართველმა მოკრივეებმა ესპანეთის ქალაქ ბენიდორმში გამართულ მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ორი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციით, ვერცხლის მედლებს გოჩა გორდულავა (60 კგ) და დემურ ქაჯაია (63.5 კგ) დაეუფლნენ, ბრინჯაოს მედლის მფლობელი კი გორ აივაზიანი (54 კგ) გახდა.
მოკრივეთა ნაკრები ესპანეთში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაფინანსებით იმყოფებოდა.