logo_geo
eng_logo
მონაზვნის ჯგუფურად გაუპატიურებისა და ყაჩაღობის ბრალდებით დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ
- +

27 ნოემბერი. 2022. 20:25

 

 

 

ცხრამუხის დედათა მონასტერში მონაზვნის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი გაუპატიურებისა და ყაჩაღობის ბრალდებით დაკავებული პირები ბრალს არ აღიარებენ.

 

ბრალდებულებისთვის აღკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე ხაშურის რაიონული სასამართლო 28 ნოემბერს იმსჯელებს.

 

ცნობისთვის,  26 ნოემბერს ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხრამუხაში, დედათა მონასტერში უცნობი პირი შეიჭრა. მონაზონს მძიმე დაზიანებები აქვს მიყენებული, ის კლინიკაში გადაიყვანეს და ამ დრომდე სამედიცინო დაწესებულებაში რჩება.

 

იმავე დღეს 27 და 39 წლის კაცები 70 წლის მონაზვნის გაუპატიურებისა და ყაჩაღობის ფაქტზე დააკავეს. ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობისა და გაუპატიურების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 და სსკ-ის 137-ე მუხლის მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner