logo_geo
eng_logo
„სააკაშვილის რეჟიმის ის ჯალათები, რომლებიც პასუხისგებაში არიან მიცემული“
- +

26 აგვისტო. 2016. 18:20


 

გაზეთი „ასავალ-დასავალი" აქვეყნებს იმ ადამიანების სიას, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში პატიმართა წამების, არაადამიანური მოპყრობისა და გაუპატიურების ბრალდებით სისხლის სამართლის პასუხისგებაში იმყოფებიან.

 

„1. ჯონი ივანიშვილი - სასჯელაღსრულების მე-6 დაწესებულების ყოფილი ინსპექტორი და დირექტორის მოადგილე - სასამართლოს 2014 წლის 25 თებერვლის განაჩენით ცნობილი იქნა დამნაშავედ და ძირითად სასჯელად განესაზღვრა 6 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა;

 

2. ვლადიმერ კაპანაძე - სასჯელაღსრულების მე-6 დაწესებულების რეჟიმის განყოფილების უფროსი - ცნობილი იქნა დამნაშავედ და სასჯელად განესაზღვრა 8 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა.

 

3. ვაჟა ცხვედიანი - სასჯელაღსრულების მე-16 დაწესებულების დირექტორის ყოფილი პირველი  მოადგილე და, გარკვეული ხნით, დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი - სასამართლოს 2013 წლის 18 დეკემბრის განაჩენით, ცნობილი იქნა დამნაშავედ და ძირითადი სასჯელის სახით 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა;

 

4. დავით მუმლაძე - სასჯელაღსრულების მე-16 დაწესებულების დირექტორის ყოფილი მოადგილე - სასამართლოს 2013 წლის 18 დეკემბრის განაჩენით, ძირითად სასჯელად განესაზღვრა 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;

 

5. იოანე ლუტიძე - სასჯელაღსრულების მე-16 დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების უფროსი - სასამართლოს 2013 წლის 18 დეკემბრის განაჩენით, ძირითად სასჯელად განესაზღვრა პატიმრობა  3 წლისა და 6 თვის ვადით;

 

6. გიორგი ჯღარკავა - სასჯელაღსრულების მე-16 დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების ყოფილი ინსპექტორი - სასამართლოს 2013 წლის 18 დეკემბრის განაჩენით, ძირითად სასჯელად განესაზღვრა 3-წლიანი პატიმრობა;

 

7. თემურ ყორშია - სასჯელაღსრულების მე-16 დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების ყოფილი ინსპექტორი - სასამართლოს 2013 წლის 18 დეკემბრის განაჩენით, ძირითად სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით;

 

8. ამირან ჯანაშია - სასჯელაღსრულების ზუგდიდის მე-4 დაწესებულების ყოფილი დირექტორი - ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 2 ივლისის განაჩენით, ცნობილ იქნა დამნაშავედ და სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლისა და 9 თვის ვადით;

 

9. რომეო როგავა - სასჯელაღსრულების ზუგდიდის მე-4 დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ყოფილი მთავარი ინსპექტორი - ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 2 ივლისის განაჩენით, ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა პატიმრობა 3 წლითა და 6 თვით.

 

10. დიმიტრი ჯიჭონაია - სასჯელაღსრულების ზუგდიდის მე-4 დაწესებულების დირექტორის ყოფილი მოადგილე - ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 11 თებერვლის განაჩენით, მიესაჯა 4-წლიანი პატიმრობა;

 

11. გაგა ლიპარტელიანი - სასჯელაღსრუოლების მე-2 დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ყოფილი უფროსი - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 15 მაისის განაჩენით, მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით;

 

12. ირაკლი ამირანაშვილი - სასჯელაღსრულების მე-2 დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ყოფილი ინსპექტორი - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 15 მაისის განაჩენით, მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 3 წლისა და 4 თვის ვადით;

 

13. დავით ნარსია - სასჯელაღსრულების მე-2 დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ყოფილი უფროსი - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 15 მაისის განაჩენით, მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 3 წლითა და 4 თვით;

 

14. ზურაბ რუხაია - სასჯელაღსრულების მე-2 დაწესებულების ყოფილი დირექტორი - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 15 მაისის განაჩენით, მიესაჯა 4 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა;

 

15. ნიკა ვახტანგიშვილი - სასჯელაღსრულების მე-2 დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ყოფილი ინსპექტორი -         ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 15 მაისის განაჩენით, მიესაჯა 3 წლითა და 4 თვით თავისუფლების აღკვეთა;

 

16. დავით ჭაკუა - სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უსაფრთხოების სამსახურის ოპერატიული განყოფილების ყოფილი უფროსი - სასამართლოს 2013 წლის 28 ოქტომბრის განაჩენით, მიესაჯა 3 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა;

 

17. რევაზ ჭარბაძე - სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უსაფრთხოების სამსახურის სოციალური განყოფილების ყოფილი უფროსი - სასამართლოს 2013 წლის 28 ოქტომბრის განაჩენით, მიესაჯა 3 წლითა და 9 თვით პატიმრობა;

 

18. ალექსანდრე მუხაძე - სასჯელაღსრულების მე-8 დაწესებულების ყოფილი დირექტორი - სასამართლოს 2014 წლის 27 იანვრის განაჩენით, მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 9 წლის ვადით;

 

19. ოლეგ ფაცაცია - სასჯელაღსრულების მე-8 დაწესებულების სარეჟიმო განყოფილების ყოფილი უფროსი - სასამართლოს 2014 წლის 27 იანვრის განაჩენით, მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 9 წლის ვადით;

 

20. ვიქტორ ყაჭეიშვილი - სასჯელაღსრულების მე-8 დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების ყოფილი უფროსი - სასამართლოს 2014 წლის 27 იანვრის განაჩენით, მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 9 წლის ვადით", - წერს გაზეთი „ასავალ-დასავალი".

 

 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner