რუსმა ოკუპანტებმა დონეცკის რეგიონში, ქალაქ კურახოვოზე საარტილერიო იერიში მიიტანეს, რასაც 2 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, ერთი კი დაიჭრა. ამის შესახებ ინფორმაციას დონეცკის გუბერნატორი, პაველ კირილენკო ავრცელებს.
„რუსებმა კურახოვო არტილერიით დაბომბეს. 2 ადამიანი დაიღუპა, 1 დაშავდა. დაზიანდა 4 საცხოვრებელი სახლი“, - აცხადებს გუბერნატორი.
მისი თქმით, რუსები მიზანმიმართულად ბომბავენ მშვიდობიან მოსახლეობას.