logo_geo
eng_logo
გლეიზერების ოჯახი „მანჩესტერ იუნაიტედს“ ყიდის
- +

28 ნოემბერი. 2022. 01:06

 

 

გლეიზერების ოჯახმა პრემიერლიგის კლუბის გაყიდვის გადაწყვეტილება მიიღო. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ოჯახმა, რომლის ქონებაც $4.7 მილიარდადაა შეფასებული შესაძლოა, „იუნაიტედის“ საკონტროლო წილი გაყიდოს. Sky News-ი არ გამორიცხავს, რომ პროცესი აუქციონშიც გადაიზარდოს.

 

ცნობისთვის, ამერიკული Forbes-ი „მაჩესტერ იუნაიტედს“ $4.6 მილიარდად აფასებს, რაც მას მსოფლიოს რიგით მესამე ყველაზე ძვირად ღირებულ საფეხბურთო კლუბად აქცევს. გლეიზერებმა „იუნაიტედზე“ კონტროლი 2005 წელს მოიპოვეს, როდესაც კლუბი 800 მილიონ გირვანქა სტერლინგად, ანუ, იმ დროისთვის, დაახლოებით 1.5 მილიარდ აშშ დოლარად იყო შეფასებული.

 

სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით, „წითელი ეშმაკების“ შეძენის მსურველებს შორს არაერთი ცნობილი პირი და კომპანიაა. მათ შორის ერთ-ერთი ბრიტანელი მილიარდერი ჯიმ რეტკლიფია, რომელმაც გაზაფხულზე „ჩელსის“ შეძენის სურვილიც გამოთქვა, თუმცა ლონდონურ კლუბს ტოდ ბოელის მეთაურობით დაკომპლექტებული კონსორციუმი დაეუფლა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner