logo_geo
eng_logo
საქართველოს პრეზიდენტმა რიოს ოლიმპიადის პრიზიორებს ღირსების ორდენები გადასცა
- +

26 აგვისტო. 2016. 18:22



საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პირველ ლედისთან მაკა ჩიჩუასთან ერთად, საქართველოს ოლიმპიურ ნაკრებს უმასპინძლა და ბრაზილიაში  მიღწეული შედეგები მიულოცა.



შეხვედრას, ოლიმპიურ ნაკრებთან ერთად, ესწრებოდნენ საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი.



„მიხარია, რომ დღეს ყველას აქ გხედავთ. დიდი ბედნიერება და სიხარული მოუტანეთ სრულიად საქართველოს. მინდა, მადლობა გითხრათ ამისთვის. მინდა, მადლობა ვუთხრა თითოეულ მონაწილეს, მწვრთნელს, ექიმებს, თქვენი ოჯახის წევრებს, რომლებიც გგულშემატკივრობდათ და გაძლიერებდათ", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.



მან ასევე მადლობა გადაუხადა პარაოლიმპიელებს ოლიმპიადაში მონაწილეობისთვის. მარგველაშვილის თქმით, საქართველოს გუნდი მართლაც გამორჩეული იყო, მათ შორის, დედა-შვილის მონაწილეობით და იმედოვნებს, რომ ქართველი ოლიმპიელები მომავალში კიდევ უფრო დიდ წარმატებას მიაღწევენ.



გიორგი მარგველაშვილმა ქართველ ოლიმპიელებს ვლადიმერ ხინჩეგაშვილს, ლაშა ტალახაძეს, ვარლამ ლიპარტელიანს, ლაშა შავდათუაშვილს, შმაგი ბოლქვაძეს, ირაკლი თურმანიძეს და გენო პეტრიაშვილს „რიო 2016"-ის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე მოპოვებული გამარჯვებისა და მიღწეული წარმატებისთვის, ქართული სპორტის საერთაშორისო ავტორიტეტის ამაღლების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვრილისთვის ღირსების ორდენები გადასცა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner