logo_geo
eng_logo
დაცული ტერიტორიების სააგენტოს თანამშრომლებს UNESCO-ს ბუნებრივი მემკვიდრეობის საიტების მართვის საკითხებზე ტრენიგები უტარდებათ
- +

28 ნოემბერი. 2022. 10:44

 

 

„კოლხური ტყეებისა და ჭარბტენიანი ტერიტორიებისთვის“ მსოფლიო მემკვიდრეობის სტატუსის მინიჭების შესაბამისად, UNESCO-მ საიტის თანამშრომელთა გადამზადება დაიწყო.

 

გადამზადების პროგრამის მიზანია „კოლხური ტყეებისა და ჭარბტენიანი ტერიტორიების“ შესაძლებლობათა გაძლიერება და UNESCO-ს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის საიტების მართვის სპეციფიკის შესწავლა. 

 

ტრენინგები კოლხეთისა და მტირალას ეროვნული პარკებისა და კინტრიშისა და ქობლეთის დაცული ტერიტორიებს თანამშრომლებისთვის საერთაშორისო ექსპერტმა, ტობიას გარსტეცკიმ ჩაატარა. ტრენინგი კონცენტრირებული იყო უშუალოდ UNESCO-ს ბუნებრივი მემკვიდრეობის საიტების მართვის პრაქტიკაზე. 

 

აღსანიშნავია, რომ UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის საიტები პერიოდულად ახდენენ ანგარიშგებას UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრის წინაშე. შესაბამისად, ტრენინგზე განხილული იყო UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრთან ანგარიშგების საკითხები, ასევე ინტეგრირებული მართვის დოკუმენტი, რაც აღნიშნული ოთხი (კოლხეთის, მტირალას, კინტრიშის, ქობულეთის დაცული ტერიტორიები) საიტისთვის საერთო გენერალური მართვის გეგმას წარმოადგენს.

 

დაცული ტერიტორიების სააგენტოს თანამშრომელთა გადამზადება საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად, GIZ-ის ფინანსური მხარდაჭერით, UNESCO-ს პროექტის „ მდგრადი ტურიზმისა და კერძო სექტორის ჩართულობის ხელშეწყობა საზოგადოების ინკლუზიური განვითარებისთვის Covid-19 კრიზისის საპასუხოდ“ ფარგლებში ჩატარდა. აღნიშნული პროექტი დაცული ტერიტორიების განვითარების ფონდის მიერ ხორციელდება. 

 

აღსანიშნავია, რომ პირველად საქართველოს ისტორიაში, 2021 წელს, UNESCO-ს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის ნუსხას, „კოლხური ტყეები და ჭარბტენიანი ტერიტორიები-ს“ სტატუსით, საქართველოს 4 დაცული ტერიტორია (კოლხეთისა და მტირალას ეროვნული პარკები და ქობულეთისა და კინტრიშის დაცული ტერიტორიები) შეემატა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner