საქართველოს ეროვნული ნაკრების გამთამაშებელი, რატი ანდრონიკაშვილი კარიერას ესპანეთის უმაღლესი ლიგის კლუბ „მურსიაში“ გააგრძელებს. ინფორმაციას საქართველოს კალათბურთის ფედერაცია ავრცელებს.
21 წლის ქართველმა ესპანეთის უნივერსიტეტის გუნდთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, რაც კლუბმა ოფიციალურ ვებგვერდზე დაადასტურა.
„მურსიაში“ საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი წევრი თამაშობს – ნატურალიზებული ამერიკელი, თად მაკფადენი, რომელიც გუნდის ერთ-ერთი ლიდერია. „მურსია“ მომდევნო მატჩს 3 დეკემბერს ვიტორიაში, „ბასკონიასთან“ ითამაშებს.