logo_geo
eng_logo
რატი ანდრონიკაშვილი კარიერას ესპანეთის ჩემპიონატში გააგრძელებს
- +

28 ნოემბერი. 2022. 11:05

 

 

საქართველოს ეროვნული ნაკრების გამთამაშებელი, რატი ანდრონიკაშვილი კარიერას ესპანეთის უმაღლესი ლიგის კლუბ „მურსიაში“ გააგრძელებს. ინფორმაციას საქართველოს კალათბურთის ფედერაცია ავრცელებს.

 

21 წლის ქართველმა ესპანეთის უნივერსიტეტის გუნდთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, რაც კლუბმა ოფიციალურ ვებგვერდზე დაადასტურა.

 

„მურსიაში“ საქართველოს ნაკრების კიდევ ერთი წევრი თამაშობს – ნატურალიზებული ამერიკელი, თად მაკფადენი, რომელიც გუნდის ერთ-ერთი ლიდერია. ​„მურსია“ მომდევნო მატჩს 3 დეკემბერს ვიტორიაში, „ბასკონიასთან“ ითამაშებს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner