logo_geo
eng_logo
ზუგდიდში მეზობელმა მეზობელს ბენზინი შეასხა - დაიღუპა 1 და დაშავდა 2 ადამიანი
- +

28 ნოემბერი. 2022. 12:08

 

 

ზუგდიდში, კრასნოდარის ქუჩაზე, მეზობელმა მეზობლის მოკვლა სცადა. კაცმა მეზობელს ბენზინი შეასხა.

 

არსებული ცნობით, 75 წლის კაცმა, რომელმაც ბენზინი მეზობელ კაცს შეასხა, ბენზინი თავადაც გადაისხა, ის დაზიანებებით საავადმყოფოში გუშინ გარდაიცვალა.

 

დამწვრობის გამო კლინიკაში წევს გარდაცვლილის ძმაც, რომელმაც მეზობლების გაშველება სცადა.

 

დაშავებული 60 წლის კაცის მდგომარეობა მძიმეა და ქუთაისის დამწვრობით ცენტრში წევს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner