logo_geo
eng_logo
კაკაბაძის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები დასრულდა
- +

28 ნოემბერი. 2022. 12:13

 

 

საბურთალოს რაიონის გამგეობამ, სარგის კაკაბაძის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები განახორციელა.

 

პროექტის მიხედვით, 3 119 კვ.მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგო.

 

დასრულებულ სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე გაეცნო.

 

„კაკაბაძის ქუჩაზე ასფალტის საფარი აქამდე არასდროს ყოფილა. მხოლოდ გრუნტიანი გზა არსებობდა, რის გამოც მოსახლეობას გადაადგილება უჭირდა. ამჟამად, სამუშაოები დასრულებულია და ადგილობრივი მცხოვრებლებიც კმაყოფილები არიან“, - განაცხადა გაიოზ ვასაძემ.

 

აღნიშნული პროექტი საბურთალოს გამგეობის ბიუჯეტიდან 250 000 ლარით დაფინანსდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner