logo_geo
eng_logo
მსოფლიოს ყველაზე ვიწრო ცათამბჯენის ინტერიერის პირველი ფოტოები გამოქვეყნდა
- +

28 ნოემბერი. 2022. 13:11

 

 

აშშ-ში, მანჰეტენზე მდებარე მსოფლიოს ყველაზე ვიწრო ცათამბჯენის - სთეინვეი თაუერის ინტერიერის ფოტოები პირველად გამოქვეყნდა. ამის შესახებ CNN იტყობინება.

 

ტელეარხის ცნობით, ფოტოები ფირმამ Studio Sofield გამოაქვეყნა, რომელიც ცათამბჯენს ინტერიერის დიზაინზე მუშაობდა. მათი განცხადებით, პროექტზე მუშაობისას მათი მთავარი შთაგონების წყარო მე-19 საუკუნის ნიუ-იორკი იყო.

 

სთეინვეი თაუერის სიმაღლისა და სიგანის თანაფარდობა 24:1-ია. ეს მას მსოფლიოს ყველაზე ვიწრო ცათამბჯენად აქცევს. შენობის სიმაღლე 435 მეტრს აჭარბებს. ცათამბჯენის მშენებლობა 2013 წელს დაიწყო და 2022 წლის აპრილში დასრულდა, ის სენტრალ პარკთან მდებარეობს, ასეთი სახელწოდება კი იმიტომ შეურჩიეს, რომ მანამდე ამ ადგილას ფორტეპიანოებისა და როიალების მწარმოებელი ცნობილი კომპანიის Steinway & Sons ოფისი იყო.

 

აპარტამენტების ფასი ცათამბჯენში $7.75 მილიონიდან $66 მილიონამდე მერყეობს.

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner