ქართველმა ოლიმპიელებმა საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს ღირსების ორდენებისთვის მადლობა გადაუხადეს.
ოლიპიური ჩემპიონის ლაშა ტალახაძის განცხადებით, „სასიხარულოა, როცა ოლიმპიადაზე ოქროს მედალს აიღებ, ჩამოდიხარ და შენს ქვეყენაში პრეზიდენტიც, პრემიერიც, ყველა გილოცავს და უხარია შენი წარმატება". მისი თქმით, ღირსების ორდენი ნამდვილად დიდი პატივია.
ოლიმპიურმა ჩემპიონმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმაც პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა.
„სასიხარულოა, როცა შენს თითოეულ წარმატებას ქვეყანა ასე ზეიმობს და უხარია. მეც შეევეცადე, ჩემი ქვეყანა გამეხარებინა და საბოლოდ ოქროც მოვიგე", - განაცხადა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა.