აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ შუახევში FIFA-ს სტანდარტების საფეხბურთო სტადიონი გახსნა.
სტადიონი 500 მაყურებელზეა გათვლილი. მოეწყო ხელოვნური საფარი, აშენდა შენობა სპორტსმენებისა და ადმინისტრაციისთვის. შუახევის ახალი საფეხბურთო მოედნის მშენებლობისთვის 2 მლნ ლარი დაიხარჯა.
დღესვე, შუახევში ტრადიციული სახალხო დღესასწაული „შუახევობა“ აღინიშნა. მოეწყო ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა. გაიმართა ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი. დაჯილდოვდნენ საპატიო შუახეველები.
ღონისძიებას აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და მთავრობის წევრები ესწრებოდნენ.