logo_geo
eng_logo
საფრანგეთის უმაღლესმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ ბურკინის ტარების აკრძალვა შეაჩერა
- +

26 აგვისტო. 2016. 18:28



საფრანგეთის უმაღლესმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ პლაჟზე ბურკინის ტარების აკრძალვა შეაჩერა.



საფრანგეთის რამდენიმე ქალაქში ბურკინის ტარების აკრძალვა უფლებადამცველთა ჯგუფმა „ადამიანის უფლებათა ლიგამ" გაასაჩივრა.



ივლისის ბოლოს-აგვისტოს დასაწყისში საფრანგეთის სანაპიროზე მდებარე შვიდი ქალაქის ხელისუფლებამ მუსლიმური საცურაო კოსტიუმის - ბურკინის ტარება აკრძალა. აკრძალვის დამრღვევებს პლაჟიდან გაძევება და ჯარიმა ემუქრებოდათ.



ბოლო ორი კვირის განმავლობაში ფრანგულ რივიერაზე ბურკინის ტარებისთვის 16 ქალი დააჯარიმეს, რასაც უფლებადამცველები მუსლიმთა უფლებების დარღვევად მიიჩნევენ.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner