logo_geo
eng_logo
ვახტანგ მაისაია: სააკაშვილი არის სახელმწიფო ტერორიზმის სპონსორი!
- +

26 აგვისტო. 2016. 18:44


 

სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია არ გამორიცხავს არჩევნების შემდეგ არეულობას. მისი თქმით, სააკაშვილი არის გაკოტრებული პოლიტიკოსი, რომელიც ქართველ ხალხზე შურის საძიებლად ნებისმიერ ავანტიურაში ჩაებმება.

 

„არჩევნების შემდეგ არეულობაზე ფიქრი სავსებით რეალურია! გაიხსენეთ 2012 წლის წინასაარჩევნო ბატალიები და ლაფანყურის ე.წ. სპეცოპერაცია! სააკაშვილი არის სახელმწიფო ტერორიზმის სპონსორი! სააკაშვილი „ალ-ქაიდასთან" დაკავშირებულ ძალებთან აქტიურად თანამშრომლობდა! ის ადამიანები, რომლებსაც სააკაშვილი აფინანსებდა და ავარჯიშებდა რუსეთში გადასასროლად, დაკავშირებული იყვნენ „ალ-ქაიდასთან"! სააკაშვილი საერთაშორისო ტერორიზმის მხარდამჭერი და საერთაშორისო ტერორისტია!

 

სააკაშვილი დიდი სიამოვნებით აურევს აქ ვითარებას! ეს ადამიანი ყველაფრის მკადრებელია და არც არავის გაუკვირდეს, თუ სააკაშვილი საქართველოში რუსული ტანკებით დაბრუნებაზე ოცნებობს! სააკაშვილი არის გაკოტრებული პოლიტიკოსი, რომელიც ნებისმიერ ავანტიურაში ჩაებმება, ოღონდ შური იძიოს ქართველ ხალხზე და საქართველოზე, რომელმაც ის უარყო! - აცხადებს სამხედრო ექსპერტი ვახტანგ მაისაია.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner