logo_geo
eng_logo
თორნიკე რიჟვაძე: 2023 წელს აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტში 150 მლნ. ლარის სპორტული ინფრასტრუქტურა მოეწყობა
- +

29 ნოემბერი. 2022. 14:05

 

 

2023 წელს სპორტული ინფრასტრუქტურის მიმართულებით 150 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება და სპორტული ინფრასტრუქტურა აშენდება ექვსივე მუნიციპალიტეტში.

 

ამის შესახებ, დღეს გამართულ  აჭარის მთავრობის სხდომაზე, მთავრობის თავმჯდომარემ განაცხადა.

 

თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნა, რომ განახლდება ყინულის არენის და საცურაო აუზის მშენებლობა და  უკვე შემდეგი ორი წლის განმავლობაში სრულად დასრულდება აღნიშნული პროექტები.

 

არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი დავგეგმეთ  ახალი სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობის მიმართულებით. ჩვენს ამოცანას წარმოადგენს, რომ ერთის მხრივ იყოს ხარისხიანი და ასევე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურა, რათა მოგვეცეს შესაძლებლობა ყველა დონეზე ვუმასპინძლოთ და გავმართოთ საერთაშორისო სპორტული ღონისძიებები. მომდევნო წელს ჩვენ ვმასპინძლობთ ევროპის 21 წლამდელთა ფეხბურთის ჩემპიონატს და მნიშვნელოვანია, რომ რეგიონი და ქალაქი შესაბამისად მოემზადოს აღნიშნული ღონისძიების მასპინძლობისთვის. იწყება სარაგბო სტადიონების მშენებლობა ყველა მუნიციპალიტეტში. ასევე ერთ-ერთი პროექტი რომელიც მომდევნო წელს განხორციელდება იქნება ჭადრაკის სასახლის მშენებლობა“ - განაცხადა მთავრობის თავმჯდომარემ.

 

გუშინ შუახევის მუნიციპალიტეტში  გაიხსნა ფიფას სტანდარტების შესაბამისი საფეხბურთო სტადიონი. დასკვნით ეტაპზეა პროექტირების სამუშაოები ქობულეთში ახალი სასპორტო კომპლექსის მშენებლობისთვის. ასევე, ხელვაჩაურში და ქედაში აშენდება ახალი სპორტული კომპლექსი და საფეხბურთო მოედანი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner