კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა ფსიქორეაბილიტაციის ცენტრ "ემპათიას" ხელმძღვანელს მარიამ ჯიშკარიანს დევიდ კრამერის ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების თხოვნით მიმართავს. სოციალურ ქსელ ტვიტერში კინორეჟისორი შემდეგ განცხადებას აქვეყნებს:
„ამ კაცს აშკარად აკვიატებული აზრები აწუხებს.
მარიამ ჯიშკარიანს ვთხოვოთ ცენტრ "ემპათია" - ში გასინჯონ. ექსპრეზიდენტს ასზე მეტი დიაგნოზი დაუდგინეს, ეს კაციც იმ წრიდანაა და იქნებ მსგავსი სიმპტომები თუ აქვს საზღვარგარეთ ჩამოიყვანონ აქ "ემპათია"-ში სამკურნალოდ".
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე დევიდ კრამერი რადიო "ამერიკის ხმისთვის" მიცემულ ინტერვიუში ამბობს: "მეჩვენება რომ მზარდი სიმყუდროვეა "ოცნებასა" და რუსეთის ხელისუფლებაში მყოფ პარტიას შორის".