logo_geo
eng_logo
გოგა ხაინდრავა მარიამ ჯიშკარიანს სთხოვს კრამერი "ემპათიაში" გასინჯონ
- +

29 ნოემბერი. 2022. 14:25

 

 

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა ფსიქორეაბილიტაციის ცენტრ "ემპათიას" ხელმძღვანელს მარიამ ჯიშკარიანს დევიდ კრამერის ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების თხოვნით მიმართავს. სოციალურ ქსელ ტვიტერში კინორეჟისორი შემდეგ განცხადებას აქვეყნებს:

 

ამ კაცს აშკარად აკვიატებული აზრები აწუხებს.

 

მარიამ ჯიშკარიანს ვთხოვოთ ცენტრ "ემპათია" - ში გასინჯონ. ექსპრეზიდენტს ასზე მეტი დიაგნოზი დაუდგინეს, ეს კაციც იმ წრიდანაა და იქნებ მსგავსი სიმპტომები თუ აქვს საზღვარგარეთ ჩამოიყვანონ აქ "ემპათია"-ში სამკურნალოდ".

 

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე დევიდ კრამერი რადიო "ამერიკის ხმისთვის" მიცემულ ინტერვიუში ამბობს: "მეჩვენება რომ მზარდი სიმყუდროვეა "ოცნებასა" და რუსეთის ხელისუფლებაში მყოფ პარტიას შორის".

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner