logo_geo
eng_logo
ანდრია გვიდიანი: გიგი უგულავასნაირი, ეკა კვესიტაძისნაირი ნახევარუჯრედიანი ელემენტები ირაკლი კობახიძეს ლანძღავენ, როცა კობახიძე გამოდის და სიმართლეს ამბობს, ის ნახევარი უჯრედიც ეყინებათ
- +

29 ნოემბერი. 2022. 17:04

 

 

„კობახიძის ლანძღვის ნაცვლად, ჯობია შეეგუოთ, რომ ერთი უნიჭო სიმულანტია ეგ თქვენი სააკაშვილი. ხალხი დაიღალა ამ სუბიექტის სპექტაკლებით“, - წერს ექსპერტი ანდრია გვიდიანი ჟურნალისტ ეკა კვესიტაძისა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსის გიგი უგულავას ფეისბუქ სტატუსის შესახებ, რომლის თანახმად ისინი კობახიძეს დამამცირებელი სიტყვებით მოიხსენიებენ.

 

როგორც გვიდიანი წერს, ამდენი ხანი ვერცერთმა უცხოელმა თუ ადგილობრივმა ექიმმა დიაგნოზიც კი ვერ დასვა სააკაშვილის ავადმყოფობაზე.

 

გვიდიანი ამბობს, რომ ზუსტად ამიტომ არის სპეკულანტი და „ჟულიკი“ სააკაშვილი.

 

„გიგი უგულავასნაირი, ეკა კვესიტაძისნაირი და სხვა მსგავსი ჯიშის ნახევარუჯრედიანი ელემენტები ირაკლი კობახიძეს ლანძღავენ. როცა კობახიძე გამოდის და სიმართლეს ამბობს, ის ნახევარი უჯრედიც ეყინებათ ხოლმე. კობახიძის ლანძღვის ნაცვლად, ჯობია შეეგუოთ, რომ ერთი უნიჭო სიმულანტია ეგ თქვენი სააკაშვილი. ხალხი დაიღალა ამ სუბიექტის სპექტაკლებით. ხან 3 თვე იშიმშილა, ხან ტუბერკულოზი ჰქონდა, ხან ჭამდა, ხან ვერ ჭამდა, ხან რა მოიგონა და ხან რა. ფაქტი ერთია, ამდენი ხანი ვერცერთმა უცხოელმა თუ ადგილობრივმა ექიმმა დიაგნოზიც კი ვერ დასვა სააკაშვილის ავადმყოფობაზე. კონკრეტულად რა შეიძლება სჭირდეს ისეთი, რომ მისი უხმაუროდ მკურნალობა შეუძლებელია?! აი, ზუსტად ამიტომ არის სპეკულანტი და ჟულიკი ეგ თქვენი სააკაშვილი. შეეგუეთ იმას, რომ ბოლომდე მოუწევს სასჯელის მოხდა და პასუხისგება ყველა იმ საზიზღრობაზე, რაც მან ამ ქვეყანაში აკეთა. ისედაც პრივილეგირებულ მდგომარეობაშია და, პრაქტიკულად, ციხის ნაცვლად მაღალი დონის კლინიკაში იხდის სასჯელს“, - წერს ანდრია გვიდიანი. 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner