logo_geo
eng_logo
ბექა ნაცვლიშვილი: ქალბატონო სევდია, როგორ წარმოვიდგინო, რომ ხე გტკივათ, როცა 9 წელი არცერთი ადამიანი არ გტკენიათ?!
- +

26 აგვისტო. 2016. 19:15



„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მაჟორიტარობის კანდიდატმა ისნის მე-10 ოლქში ბექა ნაცვლიშვილმა, საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე სევდია უგრეხელიძეს თოქ-შოუ „რვიანში" დებატებისას განუცხადა, რომ მისი სენსიტიური დამოკიდებულება გარემოს მიმართ სიყალბის განცდას უჩენს.


„ქ-ნი სევდია რაც არ უნდა სანდომიანი ადამიანი იყოს, კონკრეტულ პოლიტიკურ ძალას - „ნაციონალურ მოძრაობას" წარმოადგენს.

 

ამ ძალის წარმომადგენელი ასეთი სენსიტიური დამოკიდებულებით ამ ბოლო დროს რომ გამოირჩევა გარემოს მიმართ, ცოტა სიყალბის განცდას მიჩენს. როგორ წარმოვიდგინო, რომ თქვენ რომელიმე ხე გტკივათ, როცა 9 წლის განმავლობაში არცერთი ადამიანი არ გტკენიათ?!" - მიმართა ბექა ნაცლიშვილმა სევდია უგრეხელიძეს.


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner