logo_geo
eng_logo
ასეთი მასშტაბის პროექტი აქამდე არ განხორციელებულა, რაც ხაზს უსვამს იმას, თუ როგორი პრიორიტეტულია სახელმწიფოსთვის დევნილთა განსახლება - ირაკლი მხეიძე
- +

29 ნოემბერი. 2022. 20:35
 
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა 28 ნოემბრის მთავრობის სხდომაზე, 2023 წლის გაზრდილ ბიუჯეტზე ისაუბრა, რომლის ერთ-ერთი მიმართულება დევნილთა განსახლების მასშტაბური პროექტია. პროგრამის ფარგლებში, მომდევნო სამი წლის განმავლობაში, საქართველოს მასშტაბით, 7 000 ოჯახზე გათვლილი საცხოვრებელი ბინა აშენდება.

აღნიშნულ საკითხზე Pia.ge ჯანდაცვის სამინისტროს დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელ  ირაკლი მხეიძეს ესაუბრა, რომელმაც ამ პროექტს  უპრეცედენტო უწოდა.

მომდევნო სამი წლის განმავლობაში, 2025 წლამდე, 7 000 ახალი ბინის მშენებლობაა დაგეგმილი. ეს ბინები აშენდება საქართველოს 5 ქალაქში - თბილისში, ქუთაისში, რუსთავში, ბორჯომსა და ზუგდიდში. აქედან, 3 000 ბინა აშენდება თბილისში, რუსთავში - 800, ბორჯომში - 150, ზუგდიდში - 1 700, ხოლო ქუთაისში - 720 ბინა. ჯამში, მისი ბიუჯეტი არის 700 მლნ ლარამდე.

ეს პროექტი არის მასშტაბური, უპრეცედენტო. თამამად შეიძლება ითქვას, ასეთი მასშტაბურობის პროექტი არ განხორციელებულა დევნილთა განსახლების მიმართულებით.

რაც შეეხება კონკრეტულად 2023 წლის ბიუჯეტს, მომდევნო წლის ბიუჯეტი, დაახლოებით, 260 მლნ ლარია, 2.5-ჯერ მეტი, ვიდრე მიმდინარე წელს. ეს ხაზს უსვამს იმას, თუ როგორი პრიორიტეტულია სახელმწიფოსთვის დევნილთა განსახლება.  გარდა იმისა, რომ 7 000 ახალი ბინა აშენდება ქვეყნის მასშტაბით, ჩვენ ვახორციელებთ პარალელურ პროგრამას, რომელსაც ჰქვია „სოფლად სახლის“ პროგრამა. ამ პროგრამის ფარგლებში, მომდევნო სამ წელში, ვგეგმავთ 6 000 საცხოვრებელი სახლის შესყიდვას დევნილი მოსახლეობისთვის. მიმდინარე წელს კი, „სოფლად სახლის“ პროექტში, 2 200 სახლი უკვე შევიძინეთ. წლის ბოლომდე დაგეგმილი გვაქვს კიდევ 400 სახლის შესყიდვა. ამ კომპონენტში, დაახლოებით, 200 მლნ დაიხარჯება სამი წლის განმავლობაში. ჯამში 900 მლნ ლარი მიემართება მომდევნო სამ წელში დევნილთა ღირსეული პირობების შექმნისთვის და განსახლებისთვის. ეს ხდება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით,  პროგრამებს ჩვენ, დევნილთა და ეკომიგრანტთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო განვახორციელებთ. მინდა ხაზი გავუსვა, რომ ზემოაღნიშნული მასშტაბური პროექტის განხორციელების შედეგად საქართველოს მასშტაბით, ყველა კომპაქტურად დასახლებული ობიექტები დაიხურება და ყველა ოჯახი იქნება უზრუნველყოფილი ღირსეული საცხოვრებელი ფართით. არ იარსებებს მცნება, რაც გულისხმობს კომპაქტურ ობიექტს, მით უფრო ნგრევად ობიექტს“, - განაცხადა მხეიძემ.  
right_banner right_banner
არქივი
right_banner