ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალზე განახლებული ვიზიტორთა ცენტრი და სასტუმო გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა, „ფონდი ქართუს" ხელმძღვანელმა ნიკოლოზ ჩხეტიანმა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს ხელმძღვანელმა ლაშა მოისწრაფიშვილმა დაათვალიერეს და სასუმროს გახსნას დაესწრნენ.
სასტუმროში სულ 7 ტიპის ნომერი განთავსდა, მათ შორის შშმ პირებისთვის ადაპტირებული აპარტამენტიც. მოეწყო ღია და დახურული კაფეები, ასევე ვიზიტორთა ცენტრთან საპიკნიკე ადგილი გამოიყო.
სამშენებლო სამუშაოები „ფონდი ქართუს" და „კავკასიის ბუნების ფონდის" (CNF) დაფინანსებით განხორციელდა. სასტუმრო 15 წლიანი იჯარით გაიცა.
მიმდინარე პროექტში ადგილობრივი მოსახლეობა იყო დასაქმებული.