logo_geo
eng_logo
წმიდა მღვდელმოწამე გრიგოლ ფერაძე - 80 წელი მოწამეობრივი აღსასრულიდან
- +

29 ნოემბერი. 2022. 21:27

 

 

6 დეკემბერი წმიდა გრიგოლ ფერაძის ხსენების დღეა.

 

80 წლის წინ, ამ დღეს მოწამეობრივად აღესრულა, ოსვენციმის ტყვეთა საკონცენტრაციო ბანაკში, პატიმარი გრიგოლი. მან შეასრულა ქრისტიანის უმაღლესი მოვალეობა და სხვა ტყვეების გადასარჩენად გასწირა თავისი სიცოცხლე. მას არ ეღირსა სამშობლოში დაბრუნება და ამჟამად მისი სული ბრუნდება ნანატრ მშობლიურ ქვეყანაში:

 

4 დეკემბერს, კვირას, კოჯრის გარეუბანში ჩერონში, მისი სახელობის ერთადერთ ეკლესიაში საქართველოში, აღევლინება წირვა-ლოცვა.

 

6 დეკემბერს, სამშაბათს, 10 ს. ბაკურციხის წმიდა გიორგის ეკლესიაში, სადაც მოინათლა პატარა გრიგოლი, ასევე შესთხოვენ მას მეოხებას უფალთან.

 

6 დეკემბერს, სამშაბათს, 15 ს. მის მშობლიურ თბილისის უნივერსიტეტში გაიმართება მისი ხსოვნის კონფერენცია: „წმინდანის დაბრუნება“

 

წინადადებებით და სურვილებით გთხოვთ მოგვმართოთ:

 

ირმა რუხაძე თსუ: 032 22 10 34; irma.ruxadze@tsu.ge ილია ფერაძე: კავშირი 577 417 129; ilia.peradze@yahoo.com

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner