logo_geo
eng_logo
პრობაციის ბიუროების ხელშეწყობით კიდევ 9 პრობაციონერი დასაქმდა
- +

26 აგვისტო. 2016. 20:27



სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი პრობაციის ეროვნული სააგენტოს დახმარებით, თბილისში, მცხეთა-მთიანეთში, კახეთსა და გურიაში კიდევ ცხრა პირობით მსჯავრდებული დასაქმდა.


პრობაციის ბიუროებმა ინდივიდუალურად შეისწავლეს თითოეული მათგანის რისკები და საჭიროებები. შესაბამისი შეფასებებისა და გაცემული რეკომენდაციების საფუძველზე, პირობით მსჯავრდებულები სხვადასხვა სამსახურში (ხის საამქრო, ავტოსერვისცენტრი, პურის საცხობი, კეთილმოწყობის სამსახური და ა.შ) დასაქმდნენ. მათი ყოველთვიური გამომუშავება, საშუალოდ, 400-500 ლარს შეადგენს.


2016 წლის განმავლობაში 96 პრობაციონერი დასაქმდა. 2012 წლის ოქტომბრიდან დღემდე კი - 490 პირობით მსჯავრდებულია დასაქმებული.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner