logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: ბიუჯეტის გაზრდა მისასალმებელია, განსაკუთრებით სოციალური პაკეტის გაძლიერება, როდესაც რეგიონში ომის ალი გიზგიზებს
- +

30 ნოემბერი. 2022. 11:20

 

 

ის, რომ ბიუჯეტი გაიზარდა, მისასალმებელია, განსაკუთრებით მისასალმებელია სოციალური პროექტები, სოციალური პაკეტის გაძლიერება, ამ ურთულეს პერიოდში, როდესაც რეგიონში ომის ალი გიზგიზებს, - განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ.

 

„ბიუჯეტის გაზრდა ასევე მისასალმებელია, როდესაც პოსტ პანდემიური კრიზისი ჯერ კიდევ არსებობს. დეტალები, რომელიც პრემიერ-მინისტრმა უკვე გააჟღერა საკმაოდ საყურადღებოა“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

 

ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტი განახლებული სახით პარლამენტს დღეს დაუბრუნდება. გაზრდილი ბიუჯეტის დაფინანსების ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება სოციალური პროექტებია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner