„ქართული ოცნების" თბილისის მაჟორიტარობის კანდიდატები მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობენ:
1) „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ვაკის მე-2 ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ბიძინა გეგიძე ამომრჩევლებთან აქტიურ შეხვედრებს იწყებს. 27 აგვისტოს, 11:30 საათზე ბიძინა გეგიძე წყნეთის მოსახლეობას შეხვდება.
მისამართი: დაბა წყნეთი, მაია წყნეთელის ძეგლი.
2) „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" სამგორის მე-11 ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი მოსიძე საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ელექტორატს შეხვდება.
27 აგვისტოს, 17:00 საათზე გიორგი მოსიძე ვარკეთილი 3-ის დასახლების მცხოვრებლებს საკუთარ ხედვებს გააცნობს და მათ საჭიროებებს მოისმენს. შეხვედრა ვარკეთილი-3-ში, სუხიშვილის ქუჩის სკვერში 1, 2 და 3 მიკრორაიონების გადაკვეთის ადგილას გაიმართება.
3) 27 აგვისტოს 18.00 - საათზე გაიმართება მოსახლეობის შეხვედრა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ზაზა ხუციშვილთან. შეხვედრა გაიმართება: ნუცუბიძის მე-2 მიკრორაიონში, ჟღენტის ქუჩა 21ა-ში მდებარე შარტავას ბაღში.