„ოზურგეთის 2023 წლის საწყისი ბიუჯეტი 33 649 000 ლარით განისაზღვრება“, - ამის შესახებ, ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ მერიის სხდომაზე განაცხადა.
„ ვინაიდან მომავალზე ვართ ორიენტირებული და გვსურს კიდევ უფრო მეტი გავაკეთოთ ოზურგეთისთვის, კანონმდებლობის თანახმად, უკვე დავიწყეთ მუშაობა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტზე. პროექტის პირველი ვარიანტი უკვე განიხილა საკრებულომ. 2023 წლისთვის საწყისი ბიუჯეტი 33 649 000 ლარით განისაზღვრება, რაც ამ წლის საწყის ბიუჯეტზე 6 მილიონი ლარით მეტია (27 414 000 ლარი). ეს შესაძლებლობას მოგვცემს გავაუმჯობესოთ საცხოვრებელი და დასაქმების პირობები ჩვენი მოქალაქეებისთვის, გავაუმჯობესოთ სოციალური დაცვის მექანიზმები და განვახორციელოთ ახალი პროექტები,“- აღნიშნავს თალაკვაძე.