logo_geo
eng_logo
დიმიტრი ქუმსიშვილმა ბოსფორის სრუტეზე ახალი ხიდის გახსნის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა
- +

26 აგვისტო. 2016. 20:48



საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი 26 აგვისტოს ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკას ეწვია. ვიზიტის ფარგლებში მან მონაწილეობა მიიღო ქალაქ სტამბოლში მსხვილი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურული პროექტის - ბოსფორის სულთან  სელიმ იავუზის სახელობის ხიდისა და ჩრდილოეთ სანაპიროს ავტოსტრადის ოფიციალური გახსნის ცერემონიაში. 



ღონისძიება  თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა გახსნა. პრეზენტაციში ასევე მონაწილეობა მიიღეს ბაჰრეინის მეფემ ჰამად ბინ ისა ალ ხალიფამ, ბოსნია-ჰერცეგოვინის პრეზიდიუმის წევრმა ბაქირ იზეტბეგოვიჩმა, მაკედონიის პრეზიდენტმა გეორგე ივანოვმა, ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა ბოიკო ბორისოვმა, სერბეთის ვიცე-პრემიერმა რასიმ ლიალიჩმა და სხვა ოფიციალურმა პირებმა.   



აღნიშნული ინფრასტრუქტურული პროექტი თურქეთის ბოლოდროინდელ ისტორიაში  ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საინჟინრო ნაგებობაა. მისი საერთო სიგრძე 2,164 მეტრია, სიმაღლე - 322 მეტრი, სიგანე კი - 59 მეტრი. ახალ ხიდზე გადაადგილებას შძლებს როგორც საავტომობილო, ისე სარკინიგზო ტრანსპორტი. პროექტის ღირებულებამ სამი მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.      


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner