logo_geo
eng_logo
დავით ჩიხელიძე: ეკონომიკური ზრდა არ იქნებოდა, რომ არა ირაკლი ღარიბაშვილი
- +

30 ნოემბერი. 2022. 17:39

 

 

დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე გამოცემა EURACTIV-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიას ეხმაურება, სადაც ევროპაში არსებული ეკონომიკური უკუსვლისა და არასტაბილური გარემოს ფონზე საქართველოს ეკონომიკის პოზიტიურ მაჩვენებლებზეა საუბარი.

 

მისი თქმით, რეალურად საქართველო ევროპის ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც ორნიშნა ეკონომიკური ზრდა აქვს:

 

„ევროპის ერთ-ერთმა რეიტინგულმა მედია პლატფორმა EURACTIV-მ საქართველოს ეკონომიკის და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის შესახებ საინტერესო სტატია მოამზადა. სტატიაში საუბარი საქართველოს ეკონომიკურ ეკონომიკურ აღდგენას და სწრაფ განვითარებას შეეხება. რეალურად საქართველო ევროპის ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც ორნიშნა ეკონომიკური ზრდა აქვს! ეკონომიკური ზრდა არ იქნებოდა, რომ არა ირაკლი ღარიბაშვილი, რომელმაც პირადი ინიციატივებით და გადაწყვეტილებებით ბიზნესს შეზღუდვები მოუხსნა, გახსნა ჩაკეტილი ქვეყანა, დააინიცირა პროექტები, რომელმაც ხელი შეუწყო ქვეყანაში დამატებითი ინვესტიციების შემოდინებას.

 

მნიშვნელოვანია უკრაინის ომი, რომელიც საქართველოსთვის შესაძლებლობად იქცა, გაიზარდა საქართველოს სატრანზიტო როლი, ტვირთბრუნვამ ისტორიულ ნიშნულს მიაღწია. მოხდა ადგილობრივი წარმოების და ექსპორტის ზრდა, რაც შესაბამისად აისახა ეროვნულ ვალუტაზე, რომელიც როგორც ევროსთან, ასევე, დოლართან მიმართებით გამყარდა. ხორციელდება საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი არაერთი პროექტი, მათ შორის ინფრასტრუქტურული პროექტები, მოხდა მედიკამენტებზე ფასების შემცირება, რომელიც იანვრიდან მედიკამენტთა უფრო ფართო ჯგუფს მოიცავს.

 

აღნიშნული წინსვლა გახლავთ პრემიერის მშვიდობის პოლიტიკის შედეგი, ომის პირობებში ყველა ის სიკეთე რასაც ჩვენი საზოგადოება იღებს უბრალოდ არ იარსებებდა. ცალკე აღნიშვნას იმსახურებს რეგიონში საქართველოს როლის ზრდა, რომელიც სწორი პრაგმატული და დროული ნაბიჯების შედეგია, საქართველო ეტაპობრივად იბრუნებს რეგიონის ლიდერის ფუნქციას და საქართველო რეგიონის ქვეყნებს შორის მთავარი შუამავალი ხდება, რომლის სიტყვა გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს.

 

გამოვთქვამ იმედს, ევროკავშირი გადაწყვეტილების მიღების მომენტში მხოლოდ ფაქტებით იხელმძღვანელებს, ადეკვატურად შეაფასებს საქართველოს პროგრესს და საქართველოს დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს!“, - ამბობს დავით ჩიხელიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner