მსოფლიოში უდიდესი კრიპტოვალუტის ბირჟის – „ბაინენსის“ დამფუძნებელი და მთავარი აღმასრულებელი დირექტორი, მედიის წარმომადგენლებს შეხვდა. ჩანგპენგ ჟაომ აღნიშნა, რომ საქართველო სწრაფად პროგრესირებადი ქვეყანაა.
„ვფიქრობ, საქართველო მოწინავე ადგილზეა კრიპტოვალუტის ბაზარზე. საქართველოს არ ეშინია ახალი ტექნოლოგიების გამოყენების. ამის გათვალისწინებით, გავზრდით ადგილობრივ გუნდს და მეტ საგანმანათლებლო ძალისხმევას ჩავდებთ რეგიონში“, - განაცხადა ჩანგპენგ ჟაომ.
კომპანიის ხელმძღვანელი საქართველოში ვიზიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრს შეხვდა.