logo_geo
eng_logo
შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირის ბრალდებით 5 პირი დააკავა
- +

1 დეკემბერი. 2022. 12:07

 

 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობისთვის და ე.წ. ქურდული სამყაროს წევრისთვის მიმართვის ბრალდებით 5 ადამიანი დააკავა.

 

გამოძიებით დადგინდა, რომ ორმა ადამიანმა არსებული ფინანსური დავის მოსაგვარებლად მიმართეს „ქურდული სამყაროს“ წევრებს და დავის გადაწყვეტის მიზნით, რამდენჯერმე მოაწყვეს ე.წ. ქურდული გარჩევა.

 

„ქურდული სამყაროს“ წევრებმა ერთ-ერთ მოდავე მხარეს, „ქურდული გარჩევის“ შედეგად, სადავო თანხის გაორმაგებით გადახდა დააკისრეს, რომელიც 2023 წლის 6 მარტამდე სრულად უნდა დაეფარა, თანხის არ გადახდის შემთხვევაში კი ჯანმრთელობის ხელყოფით დაემუქრნენ.

 

პოლიციამ, ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო კომპიუტერული ტექნიკა და ბრალდებულების მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს უკავშირდებოდნენ.

 

„ქურდული სამყაროს“ წევრობის და „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის 1 ნაწილით და 223-ე მე-4 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner