logo_geo
eng_logo
ნატა ფერაძე: ყოველთვის ვიგინებოდი და გავაგრძელებ გინებას!
- +

26 აგვისტო. 2016. 21:33



ყოველთვის ვიგინებოდი და გავაგრძელებ გინებას კიდევ, მაგრამ მე „პარტიზანი მებაღე" ვარ და ის მერია, - ასეთი კომენტარი გააკეთა „პარტიზანმა მებაღემ" ნატა ფერაძემ სოციალურ ქსელში დღეს გავრცელებულ ვიდეო-კადრებთან დაკავშირებით, სადაც იგი ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის ხელმძღვანელს ნინო სულხანიშვილს შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართავს.


მისივე თქმით, დღეს სოციალურ ქსელში გავრცელებული კადრები იმ დღეს არის გადაღებული, როდესაც ყაზბეგის გამზირი 22-ში ხეების მოჭრა ხდებოდა. ადგილზე ნინო სულხანიშვილიც მივიდა.


ეს ძველი კადრებია. ვიგინებოდი ყოველთვის და გავაგრძელებ გინებას კიდევ, მაგრამ მეპარტიზანი მებაღე" ვარ და ის მერია, განსხვავება ეს არის. ახლა თავისი ჭკუით კომპრომატი დამარტყეს", - დასძინა ნატა ფერაძემ.


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner