logo_geo
eng_logo
ოთარ ანგურიძე: ტურისტული ლოკაციების განვითარება კიდევ უფრო მეტად გაზრდის ქვეყნის ეკონომიკას და ხელს შეუწყობს, როგორც ლარის კურსის გამყარებას, ასევე, ეკონომიკურ და საბიუჯეტო შემოსავლების ზრდას
- +

1 დეკემბერი. 2022. 15:22

 

 

ეკონომისტმა ოთარ ანგურიძემ საინფორმაციო სააგენტო PIA.GE-სთან 2023 წლის გაზრდილ ბიუჯეტში ტურიზმის მიმართულებაზე ისაუბრა, რომლის მიხედვითაც ახალი ტურისტული ლოკაციების განვითარების პროგრამაზე 200 მლნ ლარი გამოიყოფა და აღნიშნა, რომ ტურიზმი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წვლილის შემტანი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ზრდაში და ამ მიმართულებით განვითარება სახელმწიფოს პრიორიტეტია.  

 

ეკონომისტ ოთარ ანგურიძის განცხადებით, ტურიზმის სექტორის დაფინანსების ზრდა, ქვეყანაში მაღალი ეკონომიკური ზრდის ფონით არის გამოწვეული.

 

ეკონომისტის თქმით, სახელმწიფოს მხრიდან აღნიშნული გადაწყვეტილება მისასალმებელია.

 

ეკონომისტი, ასევე, აღნიშნავს, რომ ტურისტული ლოკაციების განვითარება საქართველოს ეკონომიკას კიდევ უფრო მეტად გაზრდის და  ხელს შეუწყობს სამუშაო ადგილების შექმნასაც.

 

„ზოგადად, ტურისტული მიმართულებით რომ გვაქვს პოტენციალი და პერსპექტივაც, ამაზე მეტყველებს ის, რომ პანდემიის მერე ძალიან სწრაფად მოახდინა ქვეყანამ ტურიზმის აღდგენა, ტურისტების მოძიება, რაც ვერ შეძლო ძალიან  ბევრმა ქვეყანამ. ხაზს ვუსვამ, ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი პერსპექტივა შესაძლებლობების და მით უმეტეს, როდესაც რეგიონში ვართ ერთადერთი ქვეყანა, სადაც არის სტაბილურობა და შესაბამისად, მთელ რეგიონულ ტურიზმს ამ შემთხვევაში ვიზიდავთ უკონკურენტოდ და უალტერნატივოდ. აქედან გამომდინარე, როდესაც ჩნდება ახალი დატვირთვა, ახალი ლოკაციების შექმნა და განვითარება, რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს და კიდევ უფრო მეტად წაადგება ტურისტული სექტორის განვითარებას“, - აცხადებს ოთარ ანგურიძე.

 

ეკონომისტის განცხადებით, ტურიზმის სექტორების განვითარება ხელს შეუწყობს მოსახლეობის გამაგრებას და არ მოხდება მათი ემიგრაციაში წასვლა.

 

მისი თქმით, ტურისტის მიერ უფრო მეტი ფულის დახარჯვა ნიშნავს, რომ  ქვეყანაში უფრო მეტი უცხოური ვალუტა შემოვა, რაც ხელს შეუწყობს ლარის კურსის გამყარებას.

 

„ტურისტული ლოკაციების განვითარება კიდევ უფრო მეტად გაზრდის ქვეყნის ცნობადობას და, ასევე, ქვეყნის ეკონომიკას. უფრო მეტი ჩვენი თანამოქალაქეები ჩაერთვებიან დასაქმების სექტორში, გაუჩნდებათ შემოსავლები, რაც ხელს შეუწყობს მოსახლეობის გამაგრებას, ქვეყანაში დარჩენას და არ მოხდება არც დედაქალაქში და არც სხვა ქალაქებში მათი ჩამოსვლა და მეორე მხრივ, არ მოხდება მათი ემიგრაციაში წასვლა.

 

ტურიზმის სექტორის დაფინანსებით, გაჩნდება ახალი ლოკაციები  და ახალი შესაძლებლობები ტურისტული მიმართულებით. ერთი მხრივ, ეს შეუწყობს ხელს, რომ ახალი ტურისტები მოვიზიდოთ და მეორე მხრივ, ხელს შეუწყობს იმას, რომ აქ ჩამოსულ ტურისტს შევთავაზოთ სხვადასხვა ფუნქციური და მრავალფეროვანი ტურიზმი, რაც ჩვენ მოგვცემს იმას, რომ ტურისტს მივცეთ საშუალება, უფრო მეტი ფული დახარჯოს ჩვენს ქვეყანაში. ტურისტის მიერ უფრო მეტი ფულის დახარჯვა ნიშნავს, რომ ჩვენს ქვეყანაში უფრო მეტი უცხოური ვალუტა შემოვა, რაც ხელს შეუწყობს, როგორც ლარის კურსის გამყარებას, ასევე, ეკონომიკურ და საბიუჯეტო შემოსავლების ზრდას“, - დასძენს ეკონომისტი ოთარ ანგურიძე.

 

ცნობისთვის, 28 ნოემბერს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე 2023 წლის გაზრდილი ბიუჯეტი წარადგინა, რომელიც პარლამენტს განსახილველად 30 ნოემბერს გადაეცა.

 

როგორც პრემიერმა მთავრობის სხდომაზე 2023 წლის გაზრდილ ბიუჯეტში ტურიზმის მიმართულებით განაცხადა, ტურიზმი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წვლილის შემტანი და ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება ქვეყნის ეკონომიკის ზრდაში.

 

„რამდენიმე თვის წინ დავიწყეთ მუშაობა ახალი ტურისტული ლოკაციების ჩამოყალიბებაზე, ჩემი დავალებით ეს პროგრამა უკვე გაკეთებულია, გამზადებულია, ამის თაობაზე საზოგადოებას რამდენიმე ხანში წარვუდგენთ უკვე კონკრეტულ გეგმას, როგორც არსებული ლოკაციების, ასევე ახალი ლოკაციების განვითარებას შეეხება აღნიშნული პროგრამა და მომდევნო წელს ჩვენ ვიწყებთ ახალი ტურისტული ლოკაციების განვითარებას, მათ შორის არსებულის სრულ რეაბილიტაციას და ამ მიზნით ჩვენ გამოვყოფთ 200 მლნ ლარს, 200 მლნ ლარი გამოიყოფა ტურიზმის მიმართულებით, ახალი ტურისტული ლოკაციების განვითარების პროგრამაზე“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner