logo_geo
eng_logo
თამარ ტალიაშვილმა დავით ნარმანიას მოხსენება დადებითად შეაფასა
- +

26 აგვისტო. 2016. 21:34



თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე დეპუტატებმა ქალაქ თბილისში გამწვანებული ტერიტორიების განკარგვასა და მოვლა - პატრონობასთან დაკავშირებით თბილისის მუნიციპალიტეტის მერის დავით ნარმანიას მოხსენება მოისმინეს, რის შემდეგაც საკრებულოს ფრაქციების წარმომადგენლებმა დავით ნარმანიას მოხსენებასთან დაკავშირებით შეფასებები გააკეთეს. შემაჯამებელ სიტყვაში ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილემ თამარ ტალიაშვილმა საზოგადოებასა და სამოქალაქო სექტორს ბუნებისა და გარემოსდაცვითი საკითხების მიმართ გამოჩენილი ინტერესისთვის მადლობა გადაუხადა. თამარ ტალიაშვილის თქმით,  ეკოლოგიაზე ზრუნვა დედაქალაქის მცხოვრებლებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი თემაა.



ქართული ოცნების" გუნდისთვის მნიშვნელოვანია პროცესები საზოგადოებრივი ჩართულობით ვითარდებოდეს და ამ მხრივ, მერიაში დაგეგმილი ნაბიჯები არის მისასალმებელი. მხარს ვუჭერთ თბილისის მერის ინიციატივას, რომ გარემოს დაცვის საკითხებთან მიმართებით უზრუნველყოფილი იყოს საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობა" - აღნიშნა თამარ ტალიაშვილმა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner