გიორგი კაკაურიძემ საგარეო ვალისა და დეფიციტის შემცირებაზე ისაუბრა. ამ თემაზე კომენტარი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ „ქრონიკაში“ გააკეთა და აღნიშნა, რომ ეს ბიუჯეტის პრიორიტეტული მიმართულებებია როგორც ბოლო 2 წლის განმავლობაში, ასევე 2023 წელს.
„ბოლო 2 წელიწადში ამ მიმართულებით საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით. მოგეხსენებათ, პანდემიის შემდგომ დეფიციტი 9%-ზე მაღალი იყო, ვალმა 60%-ს გადააჭარბა, რაც უკვე კრიტიკული ზღვრები იყო და არ შეიძლებოდა ამ მაჩვენებლების შენარჩუნება. ამიტომ ბოლო 2 წელიწადში, მათ შორის 2023 წელსაც მთავარ პრიორიტეტად ვასახელებთ ვალისა და დეფიციტის შემცირებას. ნათლად ჩანს რიცხვებში, რომ უკვე წელსვე ვახერხებთ რომ 40%-ზე დაბლა ჩამოვიყვანოთ ვალის მაჩვენებელი და წელსვე ვახერხებთ, რომ დავუახლოოთ 3%-ს დეფიციტის მაჩვენებელი. მომდევნო წელს ორივე პარამეტრი კიდევ უფრო მცირდება - 2,8%-ის ფარგლებშია დეფიციტია და ვალის მაჩვენებელი ჩამოდის 38%-ზე დაბალ ნიშნულზე, რაც შეიძლება ითქვას, ნიშნავს იმას, რომ პანდემიამდელ ზღვარზე ჩამოვედით და ის დიდი დანაკარგი, რაც პანდემიის დროს იყო, რეალურად აღმოფხვრა იმ ეკონომიკურმა ზრდამ, რაც ბოლო 2 წელიწადში გვაქვს“, - განაცხადა კაკაურიძემ.