logo_geo
eng_logo
გიორგი კაკაურიძე: რაც საბოლოო ვარიანტში გვაქვს სიახლე, ეს არის ბავშვთა სოციალური დახმარების დაფინანსების ზრდა
- +

1 დეკემბერი. 2022. 19:36

"წელს ჩვენ უკვე ერთხელ გავზარდეთ ეკონომიკური ზრდის პროგნოზი, როდესაც სექტემბერში ცვლილებები შევიტანეთ ბიუჯეტში - 8,5% შეადგინა ეკონომიკური ზრდის პროგნოზი შეადგინა," - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილე, გიორგი კაკაურიძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

რა თქმა უნდა, სოციალური მიმართულება იყო ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ბიუჯეტის პირველად ვარიანტშიც. მოსახლეობისთვის ეს ცნობილია, რომ გაზრდილი იყო როგორც პენსიები, ასაკობრივი პენსია, შშმ პირთა პენსია და ა.შ. სოციალური მიმართულებით ყველგან ზრდა გვქონდა. რაც საბოლოო ვარიანტში გვაქვს სიახლე, ეს არის ბავშვთა სოციალური დახმარების დაფინანსების ზრდა, რომელიც წელს ჩვენ წლის შუა პერიოდიდან გავზარდეთ 50 ლარით 150 ლარამდე, თუმცა ბოლო ვარიანტში კიდევ დამატებით 50 ლარით არის გაზრდილი მომდევნო წლის შუა პერიოდიდან და საბოლოო ჯამში, 1 ბავშვზე გასაცემელი თანხა 200 ლარი იქნება. ეს მნიშვნელოვანი სიახლეა, რომელიც ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტშია ჩადებული“, - განაცხადა კაკაურიძემ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner